მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია“, ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 27 ივნისს ატარებს ყოველწლიურ, რიგით მესამე კონფერენციას:
ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია
კონფერენცია ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას.
კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
- ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
- ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
- ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
- თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია;
- ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ივნისი.
თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია.’’